სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი “შემოდგომის ლეგენდა” იწყება.
წელს ლეგენდა 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. კონკურსში საქართველოს მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჩაერთვებიან.
კონკურსის ფინალური ტური წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში გაიმართება.
ამ ეტაპზე კონკურსის შიდაშესარჩევი ტური მიმდინარეობს. მონაწილეებმა ორგანიზატორებს პროზაული ნაშრომი და შევსებული ანკეტა უნდა გაუგზავნონ.
კონკურსის ორგანიზატორი კომპანია “ჯეოსელი” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.
პირველი ადგილის მფლობელს 1000, მეორეს 7000, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს 500 ლარი გადაეცემა.