საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით 2019 წელს კიევ 500 ათასი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელის გეგმა მილიონ 500 ათასი ლარია. ხოლო 2017 წელს 44 მილიონ ლარამდე დაიხარჯა (43,244.5). მთლიანი ღირებულება კი 45,244.5 ლარს შეადგენს.
ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.
ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. 3 ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გასულ წელს, საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო.