ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა გრძელდება.
ტერმინალის დასრულების შემდეგ, ქუთაისს 4 სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება.
“უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ჩასხმულია 15 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა -1 ნიშნულზე, სადაც ძირითადად საბარგო სისტემა განთავსდება. ასევე, მოწყობილია ნული სართულის ფილა, დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი,”-აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. მშენებლობის დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “ანაგი” ახორციელებს.