გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 – 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლებაა მოსალოდნელი,
ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა.
5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან, შესაძლოა, თოვლი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.