გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა საბავშვო
ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე შეამოწმა. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციებისა.
“საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების PM10–ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. მყარი ნაწილაკების PM10–ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში 1.1-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ,”-ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს.