3 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან სურსათის ეროვნული სააგენტო ქუთაისში,
უქიმერიონის, ვაკისუბნის, ნიკეას, მუხნარის, გუმათის, კახიანოურისა და ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულების მთელ ტერიტორიაზე, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლით სამუშაოებს განახორციელებს.
შეწამვლითი სამუშაოები თერმული ნისლით მოხდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და 15-20 წუთის განმავლობაში დახურულ მდგომარეობაში ჰქონდეთ კარ-ფანჯარა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმის ან ძლიერი ქარის შემთხვევაში შეწამვლითი სამუშაოები არ განხორციელდება.