შესაძლო მშენებლობის დაწყებას პროტესტი მოჰყვა ქუთაისში.
ნიკეას ქუჩა #44 ა-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი მშენებლობას მათთვის განკუთვნილ საფეხმავლო ბილიკს არ შესწირავენ. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა, პატრულმა ამის საშუალება არ მისცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი ინფორმაციით, გზის ნაწილის იქვე სკვერში გადატანა იგეგმა. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.