სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და სასუქების სარეალიზაციო ობიექტებს
მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგი ჩაატარეს დასავლეთ საქართველოშიც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთში ფალსიფიცირებული ქიმიკატების რეალიზაციის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
“მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 348 ნიმუშის, მათ შორის 300 პესტიციდისა და 48 აგროქიმიკატის ნიმუშის აღება. დღეის მდგომარეობით, 115 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 285 ნიმუში,”-ნათქვამიოა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარკირების წესის დარღვევის, ვადაგასული და დაბალი ხარისხის პრეპარატებით ვაჭრობისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის 30 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.