“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისში, წერეთლის 276-ის მიმდებარე ტერიტორიაზე
მოუწესრიგებელი გზის საფარის არსებობას აპროტესტებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, ადგილზე მცხოვრებ 16 ოჯახს არც სასმელი წყალი მიეწოდება. მათივე თქმით, მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემაც.
“მოსახლეობას არ აქვს ელემენტარული პირობები. გადათხრილია და ჩაკეტილია გზა. ადგილობრივებს 5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. ადგილზე არ არის კანალიზაციის მილები. წარმოუდგენელი მდგომარეობაა,”-აცხადებენ “თავისუფალ საქართველოში”.
როგორც პარტიაში ამბობენ, ადგილობრივებმა თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, პრობლემები არ მოგვარებულა.
ფოტო: არქივი