ქუთაისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევა გუშინ, საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
