იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული

სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხელაძემ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. მისი თქმით, ამ რომე გაცემული დაპირებები ყალბი აღმოჩნდა.

“საერთოდ ვერ განხორციელდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხი პირადად, მასმედიის საშუალებებით და თვით მომხმარებლის ინიციატივით, ხშირად მომხმარებელი ვერ გებულობს ვერც სისტემის შეცვლას, ვერ აღრიცხავს ბლოკების შეერთებას, ვერც დაზიანების მიზეზებს, რთულადაა გარემოს დაცვის მხრივ საკითხი – არის ხმაური და მტვერი, გაუგებარია ნიკეას ქუჩაზე ქსელში ჩაურთავი აღრიცხვის ბლოკების არსებობა რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს მოყვანილი მაგალითები და კიდევ სხვა საკითხები იწვევს წყლის მიწოდების და მოხმარების წესების დარღვევას, რაც საკმაოდ ცუდად მოქმედებს”,- განაცხადა ზაზა ხელაძემ.

პროექტის KUT-01-ის ექსპლუატაციაში გაშვების დრომ გადაიწია 7 ივნისიაქნ 2019 წლის აპრილამდე.

“ჩვენი ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე: გარკვეული პერიოდის შუალედში, პარტნიორებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით აცნობოს გაერთიანებული წალმომარაგების კომპანიას, SMK-ს, ეპტისას მშენებლობის მდგომარეობა, შეაფასოს მზაობა ჩასაბარებლად, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები დამკვეთს. დამკვეთმა აპრილის თვეში შესაბამისი დოკუმენტის მომზადების შემდეგ მოახდინოს ობიექტის არსებული მდგომარეობის აღწერა, გამოყოს დარჩენილი თანხის შესაბამისი სამუშაოები ლარებში და დაიწყოს ზრუნვა მის ტენდერზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოყოს პასუხსიმგებელი პირი სამუშაოების მიღებისა და შესაძლო შემდეგი სამუშაოების გაგრძელებისათვის”,- აცხადებს ზაზა ხელაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *