ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია 25 ოქტომბერს დასრულდება.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ბექა ყურაშვილმა განაცხადა.
თბილისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია სადენებისა და სხვადასხვა საკომუნიკაციო ქსელების მიწის ქვეშ განთავსებას გულისხმობს. ამასთანავე, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, მოასფალტდება ქუჩა და დაიხაზება შესაბამისი ნიშნებით.
პროექტის ღირებულება მილიონ 56 000 ლარია.