ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით,
ქალაქის ორმოცდაათამდე წერტილში ფერომონები დაამონტაჟა. აპარატურის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლის წინააღმდეგ, სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით, ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა განხორციელდა, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება.
ამ დრომდე, ფოთში შეწამვლა თერმული ნისლის ტეგნოლოგიით მიმდინარეობდა. სპეციალისტთა განმარტებით, მოზამთრე პერიოდის დაწყებამდე მავნებელ მწერთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მათი გადაადგილება საცხოვრებელ სახლებსა და შენობა ნაგებობეში არ მოხდეს, გამოსაზამთრებლად. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია სამეგრელოს, გურისს, აჭარისა და იმერეთის რეგიონები.
სანდრო ქუშაშვილი – ფოთის მერის წარმომდგენელი
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.