მიმდინარე წლის 11 და 13 სექტემბერს მოსკოვში
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიმართა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო საქართველოს სტენდიც, რომელის შემადგენელი ნაწილს წყალტუბოც წარმოადგენდა.
რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა რა წარადგინა წყალტუბოდან მოსკოვში ჩასულმა დელეგაციამ გამოფენაზე და რატომ იყო გამოფენა ჩასვლა მნიშვნელოვანი.
“წარდგენილი გვქონდა წყალტუბოდან ბროშურები რუსულ ენაზე, წყალტუბოს ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაცია. წყალტუბო, როგორ ბალნეოლოგიური კურორტი და წყალტუბოს რუკები. წაღებული გვქონდა წყალტუბოში არსებული ტურისტული ობიექტებისა და სასტუმროების შესახებ ყველა სარეკლამო ბროშურა.”,- განაცხადა წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა სალომე ქუთათელაძემ.
მისივე თქმით, გამოფენაზე წყალტუბოს მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს. მოლაპარაკებები ტურისტულ კომპანიებთან, ჟურანლ-გაზეთების რედაქტორებთან ჰქონდათ, რომ შემდეგ წყალტუბოს შესახებ სტატიები მომზადდეს.
“ტელევიზიებთან იყო მოლაპარაკებები. გვთავაზობდნენ, რომ გააკეთონ სიუჟეტი წყალტუბოზე. ასევე იყო სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ კონკრეტულ წარმომადგენლებთან ყოფილიყო შეხვედრა. მომავალში სამედიცინი ტურიზმის ასოციაცია ატარებს კონფერენციას მოსკოვში და დავგეგმეთ, რომ ჩვენგან წარმომადგენლები ბალნეოლოგიური ცენტრების წარმომადგენლები ჩავიდნენ და გააკეთონ ჩვენ წყლებზე პრეზენტაცია. იმათაც აქვთ სურვილი ჩამოვიდნენ და ინფო ტურის მეშვეობით ადგილზე გაეცნონ წყალტუბოს”, – განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.
რადიო “ძველი ქალაქი” წყალტუბოს ტურიზმის ცენტრის მოსკოვში ვიზიტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც “თრეველ ინ ჯორჯიაზე” ცენტრის სახელით შემდეგი კომენტარი გამოქვეყნდა: “წყალტუბოსათვის რუსეთი ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. ასევე, თავის მხრივ ტურიზმის სფეროში ჩართული რუსები გამოხატავენ აღფრთოვანებას და დიდ ინტერესს ჩვენს მიმართ, რადგან წყალტუბო წლებია რუსეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კურორტია” – განმარტავენ ცენტრში.
ჩვენს კითხვაზე, მაშინ, როცა რუსეთი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, მათი კომენტარი რამდენად შეესაბამება არსებულ სიტუაციას? ტურზმის ცენტრის დირექტორი ამბობს: “წყალტუბოს ტურიზმის ცენტრი მსოფლიოს არაერთ საერთაშორისო გამოფენებში იღებს მონაწილებს. ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა, პოლონეთი და ა.შ. ერთ ერთი ასეთი გამოფენა იყო მოსკოვში, სადაც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა. მათ შორის საქართველო.
გამოფენაზე კავშირები დავამყარეთ იაპონიის ჩინეთის, საბერძნეთის, ინდოეთის წარმომადგენლებთან. მათთვის სამკურნალო ტურიზმი პრიორიტეტულია. მაგალითად ჩინეთის წარმომადგენლების თქმით, წყალტუბოს სამკურნალო წყლები, შესაძლოა გამოყენებულ იქნას მათში გავრცელებული კანის, საყრდენ_ მამოძრავებელი სისტემის დაავადბების სამკურნალოდ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ჩინეთთან აქტიურ თანამშრომლობას. “- ამბობს სალომე ქუთათელაძე.
რაც შეეხება “თრელევ ინ ჯორჯიასთან” გამოქვეყნებულ კომენტარს, ცენტრის დირექტორი აცხადებს რომ შეცდომაა.
რაც შეეხება თრეველ ინ ჯორჯიასთან გამოქვეყნებულ კომენტარს, ცენტრის დირექტორი აცხადებს ,რომ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული. “წყალტუბოსთვის დამახასიათებელი სტალინური ეპოქის არქიტექტურა მსოფიოს ბევრი ქვეყნის ტურისტისთვის მიმზიდველი და საინტერესოა. ჩვენ ყველა ქვეყნის ტურისტის მისაღებად მზად ვართ. მათ შორის პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან. ჩვენთან ჩამოსული ტურისტები აღფრთოვანებული რჩებიან სწორედ ამ არქიტექრურით..”- განაცხადა სალომე ქუთათელაძემ.
წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრიდან მოსკოვში თავად ცენტრის დირექტორი გაემგზავრა, რომლის ვიზიტიც თავად ცენტრმა აანაზღაურა. სტენდის ღირებულება კი ტურიზმის ეროვნული ცენტრმა და წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრმა თანამონაწილეობით გადაიხადეს.