სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები
ქუთაისში იმერეთის,რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და გურიის მერებს, მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს შეხვდნენ. მათ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები გააცნეს. საუბარი უსახლკარო პირთა თავშესაფარში განთავსებას და კვების საკითხებს შეეხო. სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თამარ გვარამაძის თქმით მუნიციპალუტეტებში პრობლემას უსახლკარო პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება, მათთვის თავშესაფრის და საბიუჯეტო თანხების გამყოფაა.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, 65 მუნიციპალიტეტიდან სტატისტიკას მხოლოდ 29 აწარმოებს, თავშესაფარი მხოლოდ 18-ს აქვს, საბიუჯეტო თანხები ასევე 18 მუნიციპალიტეტშია გამოყოფილი, ქირით უსახლკაროთა უზრუნველყოფა კი 31 მუნიციპალიტეტში ხდება.
სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მოსაზრებები ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტში.