ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისია
ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ დღეს განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრების 90% ოცნების მხარდამჭერია და რომ მათ შორისაა ქალაქის მერის სიდედრი, საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის მეუღლე.
გთავაზობთ ქუთაისის 59-ე სალოქო საარჩევნო კომისიის განცხადებას უცვლელად:
“საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისათვის ქუთაისის საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსის წესით არჩევასთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ იხელმძღვანელა ცენტრალური საარჩევვნო კიმისიის რეკომენდაციებით და ყველა კონკურსანტი არჩეულ იქნა კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციების საფუძველზე: კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური და მიუკერძოებელი საქმიანობა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია კოლეგიური ორგანოა და მისი წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არიან მიუკერძოებლები. ამასთან განვმარტავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არ აქვს არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება შეისწავლოს კონკურსანტთა ოჯახური მდგომარეობა.
აღსანიშნავია, რომ 730 არჩეული კომისიის წევრიდან 607-ს აქვს საარჩევო კომისიებში 2 და მეტი წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 173 არჩეული წევრი ფლობს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის, “საარჩევნო განვითარების სკოლის” და “საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების” სერტიფიკატებს. 123 ახალგაზრდას წელს პირველად მიეცა საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის შესაძლებლობა.”- წერია განცხადებაში.