ქუთაისში ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ტობე” ასრულებს.
აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ მომხდარა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად ექმნებოდა გადაადგილების პრობლემა,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
მერიის ინფორმაციით, ინგოროყვასა და ფხაკაძის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.