იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
“სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სატვირთო ავტომობილი ადგილზე დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა,”- აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.