იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას, ,,დავასუფთაოთ საქართველო” შეუერთდა.
მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო.
“სუფთა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით რეგიონში პერმანენტული აქციები მოეწყობა და თავადაც აქტიურად ჩავერთვები,”-განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, რომელიც დასუფთავების აქციას ხარაგაულში შეუერთდა.
აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები, მდინარეების სანაპიროები და სხვადასხვა ლოკაციები დაასუფთავეს. კამპანია ტრადიციულად სექტემბრის თვეში ტარდება და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.