ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N 41-ე დაწყებითი სკოლის ეზოში ასფალტის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მოწესრიგდება ასფალტის საფარი და სანიაღვრე ქსელი .
“მრავალი წელია, მშობლები სკოლის ეზოს მოწესრიგებას ითხოვდნენ, რადგან უამინდობისას ფეხით გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დავიწყეთ, რომელიც მალევე დასრულდება და მოსწავლეებს წვიმიან ამინდში პრობლემები აღარ შეექმნებათ,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ყურაშვილმა.
სამუშაოებს კოამპანია ,,დაგი+” ასრულებს.
სამუშაოები სასწავლო პროცესის დაწყებამდე დასრულდება.