ქუთაისის მერია მერის, გიორგი ჭიღვარიას,
პორტრეტის გამოფენის შესახებ დამატებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ნახატი საერთოაშიროსო გამოფენის ფარგლებში კოზენცის რომელიმე გალერეაში გამოფენილი არ ყოფილა.
“ქუთაისის მერის პორტრეტი,რომელიც ქუთაისელმა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ დახატა საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში არ მომხდარა რომელიმე გალერეის სივრცეში.ფოტო კოზენცას მერის პორტრეტთან ერთად ერთ-ერთ სახელოსნოშია განთავსებული. ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს მასმედიის შეცდომაში შეყვანას და იმაზე აპელირებას, რომ კოზენცას გალერეაში ქუთაისის მერის ფოტო გამოიფინა. ეს იყო მხატვრის სურვილი საჩუქარი გაეკეთებინა დამეგობრებული ქალაქების მერებისთვის.” – აღნიშნულია განცხადებაში.
ქუთაისიდან იტალიაში მხატვრების გამგზავრება და მერის პორტრეტი გუშინ ოპოზიციური პარტიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვიდეო ,სადაც საგამოფენო სივრცეში ქუთაისის და კოზენცას მერების პორტრეტებია განთავსებული “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატმა გამოაქვეყნა.