ქუთაისში ცესკო-ს წარმომადგნელებმა მოსახლეობას
საარჩევნო სიახლეები გააცნეს. როგორ უნდა გადაამოწმონ თავის სიაში, რომელ უბანზე უნდა მივიდნენ ხმის მისაცემად – ეს ის საკითხებია, რაზეც მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი ბუკლეტები დაურიგეს.
“აქცია “უფრო ახლოს ამომრჩეველთან” გულისხმობს ამომრჩეველთან პირდაპირ კონტაქტში შესვლას და სიახლეების გაცნობას. საარჩევნო უბნის მოძიებას პირადი ნომრისა და გვარის მითითებით. ეს შესაძლებელია პლანშეტებით, სწრაფი გადახდის აპარატებით. გვაქვს ბუკლეტები. წელს სიახლეა, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტს ვირჩევთ 6 წლის ვადით. ვთხოვთ მოქალაქეებს მობრძანდნენ არჩევნებზე და მოიხადონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. “- განაცხადა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩვენო კომისიის წევრმა თამარ ხმელიძემ.
ცესკო საინფორმაციო კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.
“უფრო ახლოს” საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივის სლოგანია, რაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის უფრო უშუალო და ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობს.