იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 55-ე საზოგადოებრივი ცენტრი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოში გახსნა. თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო ახალი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.

საზოგადოებრივი ცენტრი ზედა საზანოსა და მის მიმდებარე 10 სოფელში მცხოვრებ 12 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო “სკაიპის” ოთახით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ.

იუსტიციის მინისტრმა ზედა საზანოს მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა.

ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სერვისებითაც ისარგებლოს. დღეისათვის, ზედა საზანოს გარდა, უკვე 54 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *