“ქუთაისი აქტიურად იმუშავებს იმაზე,
რომ შეძლებისდაგვარად, გადავიდეს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიაზე. ” – ამის შესახდებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭღვარიამ განაცხადა.
ქუთაისი არის პირველი ქალაქი კავკასიის ქვეყნებს შორის, რომელმაც გლობალური მობილიზაციის დღის “იმოქმედე კლიმატისთვის” აქციის დროს გამოხატა მზადყოფნა 2050 წლისთვის 100% განხლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლის თაობაზე. მემორანდუმი საერთაშორისო ორგანიზაცია 350.ორგ-სა და ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას შორის, უახლეს პერიოდში გაფორმდება.
“ჩემთვის, როგორც ქალაქ ქუთაისის მერისთვის, მნიშვნელოვანია ენერგოდამოკიდებულებისა და ენერგიის ეკოლოგიური შემადგენლობის საკითხი, რომლითაც ვსარგებლობთ, ჩვენი თანაქალაქელების საჭიროებების უზრუვნელყოფისთვის ვფიქრობ, სწორედ ქალაქები უნდა გახდნენ არა მხოლოდ გლობალური კლიმატური და ენერგეტიკული პრობლემების წარმოშობის, არამედ მათი ეფექტური გადაწყვეტის წყაროები. ქუთაისი აქტიურად იმუშავებს იმაზე, რომ შეძლებისდაგვარად, გადავიდეს 2050 წლისთვის 100% განახლებად ენერგიაზე. ეს ჩვენი მყარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა ვუზრუნველყოთ ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებები” – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულო მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის, ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისგან ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რადგან ქალაქის 100% განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის მიზნით შემუშავდეს ერთიანი გეგმა.
შეთანხმებასა და ადგილობრივი თვიმმართველობიდან განცხადებას წინ უსწრებდა ქუთაისსა და თბილისში სუფთა ენერგიის მხარდასაჭერად გამართული აქცია “იმოქმედე კლომატისთვის”.
“მადლობა ქალაქ ქუთაისის მერიას, რომ მან ასე უცებ მოახდინა რეაგირება საზოგადოების თხოვნაზე. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება და დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს ეს გმირული ნაბიჯია ჩვენს რეგიონში და ქუთაისს პროგრესულად განვითარებული ქალაქების რიგში აყენებს, რომლებიც ფიქრობენ კლიმატზე და ქალაქის მაცხოვრებლებზე. ეს მამაცი ნაბიჯია, რომელიც ყველა ჩვენთაგანზე ბუნების დაცვისა და ლოკალური მოქმედებით გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მე ვულოცავ ქალაქს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ ჩვენი რესურსების ფარგლებში მხარში დავუდგეთ მას 2050 წლისთვის 100% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაში”- ამბობს RICDOG-ის თავმჯდომარე და საერთაშორისო კლიმატური ორგანიზაციის 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში ნუგზარ კოხრეიძე.
შეგახსნებთ, 7-9 სექტემბრის განმავლობაში 89 ქვეყანაშიგლობალური აქცია “იმოქმედე კლიმატისთვის” გაიმართა, რომლის მიზანია გაერთიანოს ქვეყნები და ქალაქები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დღეებში მობილიზაციის ტალღამ 5 კონტინენტი მოიცვა და 700-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის 3 საქართველოშია რეგისტრირებული.