11-12 სექტემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“საქართველოს რკინიგზა” გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ელ კმ-ზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც დროის აღნიშნულ მონაკვეთში სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით გრუნტის გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა და მისი დროებით გრუნტის გზაზე გადართვა განხორციელდება თანდართული, შსს საპატრულო პოლიციის წერილით შეთანხმებული, დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად,”-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდვები 11 სექტემბრის 10:00 სთ-დან 12 სექტემბრის 17:00 სთ-მდე იმოქმედებს.