უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები
გუნიას ქუჩაზე ადგილობრივების პროტესტის საგანი გახდა. ამბობენ, რომ მშენებლებმა ქუჩა სანიაღვრე არხების გარეშე დატოვეს, რის გამოც წვიმის დროს წყალი სახლებში შედის და ეზოები იტბორება.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იწმუნებიან, რომ გუნიას ქუჩაზე სანიაღვრე არხები და გზის საფარის მოწყობის სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.