სემინარების ციკლი “კატო მიქელაძის სკოლა”
დასრულდა. ბოლო სემინარს – “ქართველი ქალები ვიზუალურ ხელოვნებაში” ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა წარუძღა.
მომხსენებელი თანამედროვე ხელოვანი ქალების შემოქმედების განხილვითა და ასევე კვლევის “თანამედროვე ქალი ხელოვანები და კარგად ყოფნის განცდა” შედეგების საფუძველზე შეეცადა, წარმოადგინა დღევანდელი სოციალურ-კულტურული რეალობა, რომელშიც ქართველი ხელოვანი ქალები ცხოვრობენ და რეალობა რომელსაც ხელოვანი ქალები ქმნიან.
პირველი სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცათ.
“პროექტის ფარგლებში 13 სემინარი ჩატრდა. თემები ქალთა საკითხების ირგვლივ იყო აკრებილი. როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პლატფორმის ფემინისტური ხედვები. პროექტი იყო საკმაოდ საინტერესო. იმედს ვიტოვებ, რო პროექტი გაგრძელდება უკვე კონკრეტული ჯგუფებისათვის. ვეცდეით, რომ ეს პროექტი ყოველწლიურად განხორციელდეს”,- განაცხადა პროექტის ავტორმა ლელა სებუამ.
პროექტს “სემინარების ციკლი ” “კატო მიქელაძის სკოლა” არასამთავრობო ორგანიოზაცია “განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი (IDM)”, “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით 16 ივნისიდან ახორციელებდა.