ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრის

 

წინ არსებული მოედანი სრულად რეაბილიტირდება და ადგილზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ტერიტორიაზე განთავსდება შადრევანი, სხვადასხვა სკულპტურა. იგეგმება ადგილის გამწვანებაც. ასევე, ადგილზე მოეწყობა განათება, მოსასვენებელი ადგილები და საპარკინგე სივრცე. როგორც ზესტაფონის მერიაში აცხადებენ, გარემო შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება.

სამუშაოებს  შპს ,,ნიკარემსტროი” შეასრულებს.

რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის 30 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება.

პროექტის ღირებულება 635 951 ლარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *