ქუთაისში მსვლელობა “იმოქმედე კლიმატისთვის”
მოეწყო. მსვლელობის მონაწილეები ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ გაემართნენ.
“1000-მდე ქალაქში მსვლელობის მიზანია, კიდევ ერთხელ წამოვწიოთ მიმდინარე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ აუცილებელია ერთიანი ძალებით ბრძოლა მის წინააღმდეგ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ100 პროცენტით განახლებად ენერგიაზე, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია. უნდა ვუთხრათ უარი იმ წიაღისეულის გამოყენებას, რონელიც ეკოლოგიას ხელს უშლის,ხელს უწყობს იმას, რომ მოხდეს კლიმატის ცვლილებები,”-განაცხადა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივანმა, კატო მარუქაშვილმა.
მსვლელობა “თაობათა დიალოგმა” კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-თან ერთად მოაწყო. მსვლელობას ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელები და ახალგზარდები შეუერთდენ.