ქუთაისში მსვლელობა “იმოქმედე კლიმატისთვის” მოეწყობა.
ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგს” ეკუთვნის. მსვლელობის მონაწილეები 8 სექტემბერს, 14:00-17:00 სთ-ს მონაკვეთში, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან საქართველოს პარლამენტის შენობისაკენ გაემართებიან.
“მსვლელობის მიზანია, კიდევ ერთხელ წამოვწიოთ მიმდინარე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ აუცილებელია ერთიანი ძალებით ბრძოლა მის წინააღმდეგ,”-განაცხადა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივანმა, კატო მარუქაშვილმა.
მსვლელობას “თაობათა დიალოგი” კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-თან ერთად აწყობს.
ღონისძიებას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდები შეუერთდებიან.