ქუთაისში, დავითი და კონსტანტინეს
ქუჩაზე მდებარე წყარო გალაკტიონ ტაბიძის სახელს ატარებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყარო 30 წლის წინ გააკეთეს და მის შემდეგ მისთვის ხელი არავის უხლია. მიაჩნიათ, რომ ადგილი ტურისტებისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა მოუვლელი წყარო მათ ყურადღებას ვერ მიიქცევს.
“30 წლის წინ ვიღაც მადლიანმა გააკეთა წყარო. 30 წლის მანძილზე ხომ შეიძლება გაფუჭდეს? შეკეთება უნდა. ამ გზაზე უამრავი ტურისტი დადის. ასეთ მოუვლელ წყაროს გალაკტიონის სახელობის იყოს ეკადრება?”- ამბობს სვეტლანა ებანოიძე.
“გალაკტიონის წყარო” ქუთაისში, ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ჩაუტარდება თუ არა წყაროს რეაბილიტაცია ამის შესახებ ინფორმაციას მერიიდან პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.
ასე გამოიყურება წყარო ახლა.