ქუთაისში მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები პრობლემად რჩება.
ეტაპობრივად დასუფთავების მიუხედავად, ტერიტორია კვლავ დაბინძურებულია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილებისათვის და მიწისქვეშა გადასასვლელებში სისუფთავის შესანარჩუნებლად, გადასასვლელებმა დამატებითი ფუნქცია უნდა შეიძინოს.
როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი განმარტავს, მიწისქვეშა გადასასვლელები, მოწესრიგებისა და გარკვეული ფუნქციით დატვირთვის პირობით, მსურველებს დროებით გამოყენებაში უფასოდ გადაეცემათ.
“ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ. უნდა მოხდეს მიწისქვეშა გადასასვლელების კომერციული თვალსაზრისით გამოყენება. იქ არის ე.წ ორი ჯიბე, რომელთა სხვადასხვა მნიშვნელობის ობიექტით დატვირთვა შეიძლება. იყო დაინტერესება, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა,”-განაცხადა გიორგობიანმა.
მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი არ გამოჩნდება, მიწისქვეშა გადასასვლელებს აუქციონზე გაიტანენ.
ფალიაშვილისა და რუსთაველის ქუჩების დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელი ღამის საათებში აღარ დაიკეტება