ქუთაისში ცენტრალური გზებიდან
საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელ გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები სამ ქუჩაზე შესრულდება. გზის საფარი მოწესრიგდება ავტომშენებლის 11-ში მდებარე ბინის წინ, მე-15 ბაღსა და ბუხაიძის ქუჩას შორის, რუსთაველის ქუჩის #96-ში.
სამუშაოების ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გზების რეაბილიტაციისათვის 42 ათას 500 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 5 სექტემბერს იწყება და 10 სექტემბერს მთავრდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გზის მოწესრიგება ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა უზრუნველყოს.