სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის
შემოყვანის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უკვე არსებულ მწერებზე დაკვირვება. ზურაბ ხიდაშელი განმარტავს, რომ ექსპერიმენტები მსგავსი შედეგის იმედს იძლევა. მეცნიერი აღნიშნული მწერის შესახებ საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკვირვების რამდენიმე ეტაპია გასავლელი.
იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, ხიდაშელი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ. მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.
ზურაბ ხიდაშელი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.