ქუთაისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე,
რამაზ შენგელიას სახელობის ტორპედოს სტადიონთან “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი გაკეთდება. ქუთაისში “მშიდობის ბურთის” დადგმას მოქალაქე ბესიკ ადამია წლებია ითხოვდა. დეკორატიურლი ბურთის დასადგმელად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 ათას 588 ლარია.
დეკორატიული ბურთი დ2300 მმ ბოჭკოვანი მინისგან დამზადდება. მასზე წარწერა “მშვიდობა” ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებზე განთავსდება. “მშვიდობის ბურთის” სამზადებლად და განსათავსებლად სატენდერო წინადადებების მიღება 12 სექტემბერს იწყება და 17 სექტმებერს მთავრდება.
“მშვიდობის ბურთის” იდეასთან ერთად, ბესიკ ადამიას სახელს ქუთაისში “დედაენის ძეგლის” რესტავრაცია უკავშირდება.