საქართველოს მთავარი პროკურატურის
გენერალურ ინსპექციაში პროკურორ გ.შ.-ს მიერ მოქალაქე გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ
“2018 წლის 24 აგვისტოს ქ.წყალტუბოში გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება. საქართველოს მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ამის გარდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე.”- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.