აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის შემდეგი
ეტაპის დაწყებამდე საკამიდამო ნაკვეთებში ფერომონიანი დამჭერების დამონტაჟება იწყება. ეს ხელს შეწუყობს კონკრეტულ ტერიტორიაზე ბაღლინჯოს მოზიდვას, შემეგ კი ეს ადგილები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. წამლობა მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ, ამ ღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდება და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში შედარებით ნაკლები ინდივიდი გადაინაცვლებს.
ფერომონების დამონტაჟებისა და წამლობის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულებს მიაწოდეს.
ნიკოლოზ მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი
ლაშა შალამბერიძე – საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი