გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჭიათურაში,
სოფელ მეჩხეთურში შველი იპოვეს. ადგილობრივის განმარტებით, შველი ღობეში იყო გახლართული და მისი დაცვის მიზნით თავის საკარმიდამო ნაკვეთში გადაიყვანა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ველურ გარემოში დააბრუნეს. გარეგნული დათვალიერების შედეგად, მას დაზიანება არ აღენიშნებოდა.