ქუთაისისს მერიის ბალანსზე არსებული
ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისათვის ტენდერი გამოცხადდა. 21 ავტომობილს შესაკეთებლად, ნაწილების შესაძენად 333 ათას 10 ლარი იყო გამოყოფილი.
ტენდერი დღეს დასრულდა და მაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. “თეგეტა მოტორსი” მზადაა სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული თანხა სრულად გადაიხადოს.
კომპანიამ უნდა შეაკეთოს შემდეგი მარკის ავტომობილები:
AUDI A4, AUDI A4, DAIHATSU TERIOS, FORD FOCUS, HYUNDAI ACCENT 1.4 , HYUNDAI TUCSON, HYUNDAI SONATA, MERCEDES-BENZ, MERCEDES-BENZ, MERSEDES BENZ C-180, MITSUBISHI AIRTREK, OPEL ASTRA , OPEL ASTRA G, OPEL VEQTRA, TOYOTA KOROLA, TOYOTA RAV-4, TOYOTA Carina II, VAZ-2107, VOLKSWAGE TIGUAN, WOLKSVAGEN PASSAT.
თუკი მერია კომპანიას ავტომობილების შესაკეთბლად შეარჩევს, მან სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 25 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.