წყალტუბოს პარკში ახალი პროექტების
განხორციელება იგეგმება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარკის უფრო ეფექტური ფუნქიონირების, დაახლოებით 70 ჰექტარი ტერიტორიის უკეთ დატვირთვისა და კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით, მუნიციპალიტეტი რამდენიმე პროექტს შეიმუშავებს.
ერთ-ერთი პროექტი პარკის ტერიტორიაზე ველოტრეკის მოწყობას ითვალისწინებს.
წყალტუბოს პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2015 წელს განახორციელა. სრულად მოეწყო პარკის ინფრასტრუქტურა – აუზები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, ღია კაფე, ველოსადგომები, განათება, “ცივი ტბის” ტერიტორიაზე აშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები.
განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი” უახლოეს დღეებში მოგაწვდით.