წყალტუბოში, ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგნლები, რამდენიმე პროექტს განიხილავენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებამ ქალაქის მერს და საკრებულოს წვერებს ის პროექტები წარუდგინა, რომლებზეც მერიას ნებართვის გაცემის თხოვნით მომართეს.
თვითმმართელობაში შემდეგ ოროექტებს განიხილავენ:
ველოტრეკის მოწყობა, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე.
მოსაცდელის განთავსება, სოფელ გვიშტიბისა და ქალაქ წყალტუბოს დამაკავშირებელ გზაზე
სასტუმროს აშენება, წყალტუბო-ქუთაისის დამაკავშირებელ გზაზე
სასტუმროს აშენება, ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე
“განხილვის შემდეგ მოხდება პროექტების დეტალური შესწავლა და კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი ნებართვის გაცემა.”- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.