ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანი ახალი,
თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, ძველი დაზიანებული სანათები, ახალი 50 ვატიანი ე.წ. LED ტიპის მწვანე ფერის სანათებით შეიცვალა. სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯამში 300 -მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ქუთაისის მერიის ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისმა” შეასრულა.