“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს,
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფიზიკურად გაუსწორდნენ,”-ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბაღდათის ტერიტორიაზე მოქალაქეებს 4 ერთეული თხმელას სახეობის მორი უკანონოდ გადაჰქონდათ.
“დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას – გაეჩენებინათ ავტომანქანა, მოქალაქეები არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს ავტომანქანის დევნა. ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა. მან ერთ-ერთ თანამშრომელს დაზიანება თავის არეში მიაყენა,”-ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოქალაქე დაკავებულია. მათივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას განესაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში.