ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე უნიკალური ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვი დაირგვება, რომელიც 10- მეტრამდე იზრდება. სკვერში განთავსდება ახალი ძელსკამებიც და ტერიტორია ფილებით მოეწყობა.
,,ქალაქში უნდა იყოს ბევრი მოსასვენებელი პარკი და რაც შეიძლება მეტი მწვანე ზოლი. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ. მოეწყობა რამდენიმე სკვერი და პერმანენტულად განხორციელდება გამწვანების აქციები,”-განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არადანი” ასრულებს. პროექტის ღირებულება 197 000 ლარია. როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით 2 თვეში დასრულდება.