ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ქალაქში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეაფასა.
ჭიღვარიას თქმით, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რეაბილიტირდება ხიდები და მოეწყობა სველი წერტილები.
რაც შეეხება ერთ-ერთი ტურისტული ობიექტის, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ტურისტულ სეზონზე დაწყებას, ქუთაისის მერი განმარტავს, რომ რამდენიმე ტურისტის გამო რეაბილიტაციის პროცესი ვერ გადაიდებოდა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქალაქი. ერთი ტურისტის გამო, რომელმაც ვერ მოუარა გზას და ვერ გადავიდა ხიდზე, ის არ უნდა გავაკეთოთ? კითხეთ, თვითონ ისინი როგორ აკეთებენ? ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან ვერ დავიხევთ. გაზაფხულზე ვერ გაკეთდებოდა ხიდი, რადგან ტენდერი იყო გამოცხადებული, შემოდგომაზე კი სიცივეში ადამიანი ვერ იმუშავებს. იმის გამო, რომ ერთსა და ორ ტურისტს ხელი შეეშლება, პროექტს ვერ შევაჩერებთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
თეთრ ხიდს რეაბილიტაციას კომპანია “ალმა-რუს საქართველო” ატარებს. კომპანიამ სამუშაოები 22 აგვისტომდე უნდა შეასრულოს.