ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნიკა მესხის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარცვლოვანი კულტურისთვის ცნობილ მავნებელთან – კუსებურასთან, რომლის კონტროლიც საკმაოდ მარტივია და საშიშროებას არ წარმოადგენს.
კახეთიდან შემოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანას არსებობის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთში ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს.
ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი
მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.