ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია იმერეთში,
კერძოდ კი წყალტუბოში მიუსაფარი ძაღლების ბედით დაინტერესდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წყალტუბოში ტენდრით გამარჯვებული კომპანია, რომელმაც მიუსაფარი ძაღლების აყვანა, სტერილიზაცია და ვაქცინაცია უნდა მოახდინოს, ცხოველებს არაჰუმანურად ეპყრობა და შესაბამის ვდეოს ავრცელებს:
“ვიდეოში ნათლად ჩანს ძველი მანკიერი ტრადიციის შენარჩუნება.არაჰუმანური მოპყრობა ცხოველისადმი. ეს არის “იმერეთი ჯგუფი”, რომელიც წყალტუბოში შევიდა ტენდერით და წყალტუბოში ახორციელებს მიუსაფარ ძაღლთა აყვანას,სტერილიზაცია/კასტრაციას და ვაქცინაციას, მაგრამ ამ ყველაფერს რამდენად შეძლებს ეგ საეჭვოა, არაკვალიფიციური ვეტერინარი ჰყავს, ასევე არააქვს შესაბამისი პირობები.” – ამბობს საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის დამუძვნებელი მირანდა ჩოგოვაძე.
გთავაზობთ ვიდეოს, რომელსაც ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს.