ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე,
ხეების ხმობის ფაქტით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. საგამოძებო უწყება ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მოქალაქემ სოციალურ ქსელში ხეების ხმობის შესახებ ინფორმაცია განათვსა და პროცესში ქუთაისის მერიის შესაბამისი სამსახური ჩაერთო.
“ზედამხედველობის სამსახურმა, აღნიშნული საქმე უკვე გადასცა საგამოძიებო უწყებას. პირველადი ინფორმაციით ხეები განზრახაა დაზიანებული. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ქალაქში მწვანე საფარი და რეკრეაციული ზონა მაქსიმალურად მოვლილი და დაცული უნდა იყოს. მსგავს ფაქტებს კი ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ადგილობრივი თვითმმართველობისგან. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხეების გადარჩენა ვერ მოხერხდა ადგილზე იმავე სახეობის ხეები დაირგვება.”- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.