საჩხერიდან ჭიათურაში შესასვლელი გზის
მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგემება. ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ინიციატივით უახლოეს პერიოდში,საჩხერის გზატკეცილსა და გიორგაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომზადებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად.
“პროექტი ითვალისწინებს ჭიათურაში ოთხ ქუჩაზე 28 კორპუსის აღდგენას: გიორგაძის ქუჩა- კორპუსი № 1,2,3,4,5,6,7,8,9, საჩხერის გზატკეცილი -კორპუსი № 5,7,9,22,24,29, ტაბიძის ქუჩა -კორპუსი №3,4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14, თხელიძის ქუჩა -კორპუსი №43,45. აღნიშნული კორპუსების ფასადებს , აშენებიდან დღემდე სარემონტო ამუშაოები არ ჩატარებია. შესაბამისად, ფასადები არის დაზიანებული,საღებავი გახუნებული,კორპუსების აივნები დაზიანებული, კარნიზები აღსადგენი და ასე შემდეგ.”- აღნიშნულია ინფორმაციაში.