“საქნახშირის” ადმინისტრაციამ გუშინ
გამოცემული ბრძანება გააუქმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოზე ყველა მუშა უნდა გამოცხადებულიყო და შეესრულებინა უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალება (გარდა მოპოვებით სამუშაობთან დაკავშირებული საქმიანობისა).
“”საქნახშირის” გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა საკითხზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა: “გვაქვს პრემიერ მინისტრის ბრძანება. რამდენხანს გაგრძელდება ასე ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს არის კომისიის თემა, შესწავლა უნდა, რამდენი ხანიც გაგრძელდება იმდენი ხანი ვიქნებით ამ რეჟიმში. ჩემს მიერ გამოცემული ბრძანება არ იყო გაუგებრობა. ვინაიდან, ხანძარსაწინააღმდეგო და სალიკვიდაციო სამუშაოები მოიცავს დიდ შრომას, გვჭირდებოდა ხალხი, რომ ეს ჩქარა გაკეთებულიყო. გამოძება ითხოვს, რომ ორი კვირა შეწყდეს ნახშირის მოპოვება, მაგრამ პრემიერ მინისტრის განცხადება სულ სხვა თემაა. პრემიერი მთლიანად სიტუაციის შესწავლას ითხოვს, უცხოელ ექსპერტებთან ერთად დასკვნის დადებას და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.